loader

თეა წულუკიანის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომა პირადად მისთვის არის საზიანო და დასანანი.

"მართლაც, მაშინ, როცა მე ავადვმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება. მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი", - აღნიშნა წულუკიანმა.