loader

რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან?

სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქტივისტების განცხადებით, ისინი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს აპროტესტებენ.

აქტივისტები სკანდირებენ “მონებო”. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - “ბერა მოძალადე ტიკ-ტოკერი”, “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”.

“საქართველო ამ მომენტისთვის თავიდან ბოლომდე გასულია სამარლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოდან და ის არის ქცეული მაფიოზურ კლანად, რომელიც თავიდან ბოლომდე არაპროგნოზირებადია. ნებისმიერს გაუსწორდებიან ფიზიკურად”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.