loader

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია" - ეკატერინე ტიკარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცესში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად 43 200 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა.