loader

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. პაატა იმნაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველი აცრა „ევექსის“ კლინიკის ექიმს ზუგდიდში ჩაუტარდა.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვაქცინაცია სწორედ აღნიშნული ვაქცინით მიმდინარეობს.