loader

გორში რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა - კადრები ადგილიდან

გორში დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიჭრა.

ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.


ავტორი: ია თინიკაშვილი