loader

რუსეთში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას 3 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებას 3 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ხიმკიში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მამაკაცი და ორი ბავშვი. კიდევ ოთხი ადამიანი კი - დაშავებულია.

ცნობისათვის, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად დაზიანებულია კორპუსის რამდენიმე ბინა.