loader

ბრალი წარედგინა ბებიას, რომელმაც ლაგოდეხში მოსწავლეები დააჩოქა და ბოდიშის მოხდა აიძულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრალი წარედგინა ბებიას, რომელმაც ლაგოდეხში მოსწავლეები დააჩოქა და ბოდიშის მოხდა აიძულა

ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე პროკურატურამ ერთ-ერთი მოსწავლის ბებიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული მოსაწავლის ბებია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა.