loader

4 შეზღუდვა, რომლებიც ქვეყანაში დღეიდან მოიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 შეზღუდვა, რომლებიც ქვეყანაში დღეიდან მოიხსნა

1-ლი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა 18 მარტს.

ამასთან, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა დღეიდან, 1-ელი აპრილიდან დაშვებული იქნება.

ცნობისთვის, თეატრებმა, სპორტული კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს.