loader

"მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ყურადღებით მისმენს და ასრულებს დავალებებს" - გიორგი მარგველაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა "ქართულ ოცნებას", რომ ყურადღებით მისმენს და ასრულებს დავალებებს" - გიორგი მარგველაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება

"არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას "ქართული ოცნება 2", - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

კითხვაზე: აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს.

"პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას "ქართული ოცნება 2". მადლობა "ქართულ ოცნებას", ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ. ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, "ქართული ოცნება 2"-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა, არა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.