loader

NDI - გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NDI - გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ჩაიტარებდა.

კითხვაზე, "გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას", გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა; 12%-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.

გარდა ამისა, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. 20% ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას. 10% განმარტავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო ვერ აიცრება. გამოკითხულთა მხოლოდ 5%, ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია.