loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 341 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 341 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 964 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 377 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.