loader

პირველი კადრები აჭარიდან, სადაც ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები აჭარიდან, სადაც ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ექვსი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთში კლინიკა "ევექსში" გადაიყვანეს, მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ავტოსაგაზაო შემთხვევის გამო, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება" სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ვიდეოკადრებს "TV 25" ავრცელებს.