loader

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ - ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს - ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.