loader

კაცმა ბენზოხერხითა და ძაღლით პარლამენტის "შტურმი" სცადა - შემთხვევა სლოვენიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცმა ბენზოხერხითა და ძაღლით პარლამენტის "შტურმი" სცადა - შემთხვევა სლოვენიაში მოხდა

სლოვენიაში კაცი ბენზოხერხითა და ძაღლით პარლამენტში შეღწევას აპირებდა. ამის შესახებ 
ინფორმაციას Total Slovenia News ავრცელებს.

"სამშაბათს, დღისით, კაცმა ეროვნული ასამბლიის შენობაში შეღწევა სცადა. მცდელობის დროს ის ყვიროდა: "მეყო იზოლაცია!". მისი დაკავება შენობის დაცვამ მოახერხა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაიჭირა კაცი, ხოლო მეორემ ბენზოხერხი გამორთო. 

აღსანიშნავია, რომ არავინ დაზარალებულა.