loader

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.