loader

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმამ ქალი მე-4 სართულიდან გადმოაგდო" - უბედური შემთხვევა, რომელიც ლილოს დასახლებაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმამ ქალი მე-4 სართულიდან გადმოაგდო" - უბედური შემთხვევა, რომელიც ლილოს დასახლებაში მოხდა

თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის.

კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მიმდინარეობს აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა.
წყარო: მთავარი არხი