loader

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 8 აპრილს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს. ამ დრომდე უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება სახელმწიფო ბრალდებას და რა შუამდგომლობას დააყენებს ის სასამართლოში. ამ დრომდე პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან მელიას მხრიდან მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის არავითარი რისკი არ არსებობს.

კონდახიშვილის თქმითვე, სამართლებრივად, მოსამართლეს ერთადერთი შანსი აქვს, რომ მან ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია და ის სამართლებრივი სივრციდანაა გასული. კონდახიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დირექტივას მიიღებს მოსამართლე.

დაესწრება თუ არა ნიკა მელია საკუთარ პროცესს, ეს დღეს გახდება ცნობილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ადვოკატმა სასამართლოს ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობით უკვე მიმართა, რათა მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და საკუთარ საქმეში ჩართვა შეძლოს.