loader

მიტროპოლიტი ანდრია გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება - "რაზე ვისაუბრეთ და..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიტროპოლიტი ანდრია გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება - "რაზე ვისაუბრეთ და..."


გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ კომენტარი გააკეთა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას მასთან სტუმრობაზე.

„წლების მანძილზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენთან, ეპარქიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბატონები - ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ბატონები - დავით ბაქრაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ასევე, სალომე ზურაბიშვილი და არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს ყავასა და ჩაიზე ჩვენს მოპატიჟებაზე. ანალოგიურად იყო გიორგი გახარიასთან დამოკიდებულებაშიც. რაც შეეხება იმას, რაზე ვისაუბრეთ - ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქართლის ყურძნის და ღვინის ჯიშებზე.

კითხვის პასუხად - ვისაუბრეთ თუ არა პოლიტიკაზე და მთხოვა თუ არა გახარიამ დახმარება, გიპასუხებთ, რომ არ უთხოვია და რომ ეთხოვა, ვერ გეტყვით, რას ვუპასუხებდი. პოლიტიკაზე საუბარს რაც შეეხება, პოლიტიკაზე საუბარი, მე მგონი, საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა და თუ ქვეყნის მდგომარეობაზე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს მე დავუსვი შეკითხვები, მგონი, ეს სრულებით ბუნებრივი არის იმიტომ, რომ მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ. 


ავტორი: ია თინიკაშვილი