loader

"ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, "ქართულ ოცნებასთან" რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია" - ზაალ უდუმაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, "ქართულ ოცნებასთან" რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია" - ზაალ უდუმაშვილი

როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის. ვეტყვით, რომ დიახაც, ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ძნელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია უცვლელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ეხება.