loader

"ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!" - ალექსეი ნავალნი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ანალიზებით, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო, მაგრამ არა, ასე ადვილად ვერ წამიყვანთ!" - ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი შიმშილობის ფონზე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ბარბაცით მოსიარულე ჩონჩხს დაემსგავსა.

„გაგეცინებათ, ახლა რომ მნახოთ, საკანში ჩონჩხი დაბარბაცებს. ახლა ჩემით იმ ბავშვების შეშინება შეიძლება, რომლებიც საჭმლის ჭამაზე უარს აცხადებენ: მაშენკა, თუ ფაფას არ შეჭამ, იმ ძიას დაემსგავსები, დიდი ყურებით, თავის ქალაზე გადაკრული ტყავითა და ჩაღრმავებული თვალებით, - არა დედა, არა, მე ყველაფერს შევჭამ და დამატებასაც მოვითხოვ.“- წერს ნავალნი „ინსტაგრამზე“.

“გამეცინა, როდესაც წავიკითხე ციტატები, რომ კალიუმის ისეთი დონით, რომელიც ჩემს ანალიზებშია, ან რეანიმაციაში, ან კუბოში უნდა ვიყო. მაგრამ არა, მე ასე ადვილად ვერ წამიყვანთ. "ნოვიჩოკის" შემდეგ არც კალიუმის მეშინია”, - წერს პოლიტიკოსი.

ამასთან, ის მხარდამჭერებს მადლობას ეუბნება მის მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის.