loader

"მოიხსნას "კომენდანტის საათი" - 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოიხსნას "კომენდანტის საათი" - 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს

14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. ბიზნესასოციაციები მთავრობის მეთაურს მიმართავენ და ექვსპუნქტიან გეგმას სთავაზობენ, რომელთა შორისაა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით სარესტორნო ბიზნესის ფუნქციონირება.

"ქვეყნის ეკონომიკა წელიწადზე მეტია, ნაწილობრივ ჩაკეტილია და ექვსი თვე კი სრული „ლოკდაუნი“ გვაქვს, რაც ჩვენი საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულება, რომლებსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნესსექტორი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია. აუცილებელია:

სასწრაფოდ მოიხსნას "კომენდანტის საათი"; ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება; სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას; დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი; შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე; შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება", - ნათქვამია ბიზნესასოციაციების განცხადებაში.