loader

"გიორგი გახარიამ ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა" - სანდრო თვალჭრელიძის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიორგი გახარიამ ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა" - სანდრო თვალჭრელიძის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს

"გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას. გახარიას საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური იმიჯი აქვს, არ არის ანგაჟირებული და ძალიან საინტერესოდ აანალიზებს მოვლენებს", - ამის შესახებ ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა - საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც მოახერხა, მაჟორიტარებად თავისი ხალხი გაიყვანა

"ის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიებში კი მონაწილეობდა, მაგრამ პარტიის იდეოლოგი არასდროს ყოფილა. გახარია ტექნოკრატია და ზუსტად ამგვარი ტიპის მთავრობა სჭირდება საქართველოს. მხოლოდ ტექნოკრატიულმა გუნდმა შეიძლება მოახერხოს საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ამომრჩევლის იმ ნაწილის გააქტიურება, რომელიც დღესდღეობით ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე აღარ დადის. ამ ხალხის გულის მოგება გახარიას შეუძლია, რომელმაც, ჩემი აზრით, ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა- საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც მოახერხა, მაჟორიტარებად თავისი ხალხი გაიყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს.

ჩემი აზრით, გახარიას გუნდი თავის ძალას გამოცდის თვითმმართველობის არჩევნებზე და ურიგო შედეგსაც არ მიიღებს. ამის მერე, ვფიქრობ, იმ საპარლამენტო გუნდით, რაც ნელ-ნელა იკვეთება, ის საკანონმდებლო ორგანოში ისე იმუშავებს, რომ დაშლის უმრავლესობას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების აუცილებლობას. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უფრო მეტად მომაგრება გადაწყვიტოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქციოს წარმატების სამიზნედ. ვნახოთ, მას პოლიტიკური მანევრისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ძალიან კარგია, რომ ის ჯერჯერობით გაჩუმებულია, ბექა ლილუაშვილსაც თუ გააჩუმებს, კიდევ უკეთესი იქნება", - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.