loader

“დავიცვათ წესები, რეკომენდაციები და დისციპლინა, არ გვინდა, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს“ - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დავიცვათ წესები, რეკომენდაციები და დისციპლინა, არ გვინდა, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს“ - ამირან გამყრელიძე

“არავინ არ უარყოფს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება - ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი აპრილ-მაისის განმავლობაში შევინარჩუნოთ,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ერთხელ გვქონდა სერიოზული ნახტომი მეორედ ჯერ ასეთი დიდი ნახტომი არ ყოფილა. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 1200-ის ფარგლებში. დღეს 966 ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ყოველთვის ჩატარებული კვლევების რაოდენობაზე. მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირას იკლებს კვლევების რაოდენობა. გუშინ 24 საათში არის 23 888 კვლევა ჩატარებული, ამიტომ გვაქვს 966 ახალი შემთხვევა. როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ აპრილ-მაისის განმავლობაში. ერთ-ერთი დამაიმედებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებლი - 70%-მდე ავიდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია. ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების მეორე ძლიერი ნახტომი არ გვაქვს. თუ ვეცდებით და დავიცავთ რეკომენდაციებს და დაახლოებით ამ ფარგლებში შევინარჩუნებთ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულად დამაიმედებელი იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.