loader

სრული "ლოქდაუნი" 29 აპრილიდან ამოქმედდება თურქეთში - ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები და ბაღები დაიკეტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სრული "ლოქდაუნი" 29 აპრილიდან ამოქმედდება თურქეთში - ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები და ბაღები დაიკეტება

"თურქეთში მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან 17 მაისამდე სრული "ლოქდაუნი" ამოქმედდება" - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ყველა სამუშაო ადგილი შეაჩერებს თავის საქმიანობას ან დისტანციურ რეჟიმზე გადავა. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საკვებისა და წარმოების სფეროებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ფიზიკური დასწრებით სწავლება ყველა დაწესებულებაში, მათ შორის, საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში შეწყვეტილი იქნება და ყველა გამოცდა გადაიდება.

"სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5000-ზე ნაკლები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სფეროში შედეგების წინაშე დავდგებით, ტურიზმიდან დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.