loader

"გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი" - გიორგი ხოჯევანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი" - გიორგი ხოჯევანიშვილი

გიორგი გახარიას გუნდი "ქართულ ოცნებას" ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია "ქართულმა ოცნებამ", არ მუშაობს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ", - თქვა ხოჯევანიშვილმა პარლამენტში.