loader

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დადგნენ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ნუ ჩათვლიან, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩადის, ეს მათ სიტუაციას უადვილებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პირიქით, ეს აძნელებს.