loader

კადრები რუსთაველის თეატრიდან, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთაველის თეატრიდან, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი მის მიერ შესრულებულ როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ.

რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვილი ხუთშაბათს და პარასკევს, 15:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.