loader

“წავიდა ჩვენგან კახი კავსაძე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი“ - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წავიდა ჩვენგან კახი კავსაძე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი“ - ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილს ავრცელებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე - თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება.

რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა.

ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა”, - ნათქვამია წერილში.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.