loader

იქნება თუ არა არველაძე "გახარიას გუნდიდან" თბილისის მერობის კანდიდატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იქნება თუ არა არველაძე "გახარიას გუნდიდან" თბილისის მერობის კანდიდატი?

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ კი­დევ არ იცის, რო­დის და­ა­ფუძ­ნებს ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ტი­ას. თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან მის გუნდში, ნა­წი­ლობ­რივ ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­ხელ­დე­ბა კი­დევ არა­ერ­თი სხვა ადა­მი­ა­ნიც, ვინც ექ­სპრე­მი­ე­რის გვერ­დით შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ. მათ შო­რის, ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, რომ შე­საძ­ლოა, ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კა­ში სწო­რედ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად მო­ვი­დეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც აჩი არ­ვე­ლა­ძემ ექ­სპრე­მი­ერ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "სტუ­მა­რი ჩვენს მოც­ვის ბა­ღებ­ში“, - წერ­და არ­ვე­ლა­ძე. ფო­ტო­ებ­ზე აჩის­თან ერ­თად, მის ძმა რეზი არ­ვე­ლა­ძე­ცაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ამ­ჯე­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, შე­საძ­ლოა, აჩი არ­ვე­ლა­ძეს გა­ხა­რია თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლავ­დეს. "ტვ პირ­ვე­ლი“ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე აჩის კო­მენ­ტარს აქ­ვეყ­ნებს:

"არა, სა­ერ­თოდ ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა ეგე­თი თემა“, - ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე. ხოლო კი­თხვას, ხე­დავს თუ არა ის თავს ამ პოსტზე (თბი­ლი­სის მე­რის), ასე პა­სუ­ხობს:

"თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?! - ახლა, 50 წლის ასაკ­ში... არ მი­ფიქ­რია მა­გა­ზე. არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით სა­ერ­თოდ, არ ყო­ფი­ლა ეგე­თი სა­უ­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ მაგ თე­მა­ზე ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რე­ბი“, - ამ­ბობს არ­ვე­ლა­ძე.

ვიდეოს წყარო: ტვ პირველი