loader

თენგიზ ცერცვაძე “კომენდანტის საათის“ გაუქმების სავარაუდო თარიღს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თენგიზ ცერცვაძე “კომენდანტის საათის“ გაუქმების სავარაუდო თარიღს ასახელებს


„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას.
მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს.“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ კამერებთან საუბარში. მოგვიანებით კი ჟურნალისტებს განუმარტა, რომ “კომენდანტის საათი“ სავარაუდოდ ზაფხულში აღარ იმოქმედებს. 

“ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა ცერცვაძემ.