loader

"ბინაში ჩაკეტა... დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბინაში ჩაკეტა... დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ოჯახის წევრს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს კი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ის ბინაში ჩაკეტა და მის მიმართ უწყვეტად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.ა. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა იძულებით არასასურველ კომუნიკაციას. მ.ა.-ს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული წამების შედეგად, ჩამოუყალიბდა ძალადობის გამეორების საფუძვლიანი შიში, იმყოფებოდა მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში, რის გამოც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და შეექმნა სოციალური ქსელის პროფილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის რეალური საჭიროება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასჯელი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.