loader

ცნობილია, თუ რა გახდა დმანისში სასტიკი დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, თუ რა გახდა დმანისში სასტიკი დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, დაპირისპირების ადგილზე და მაღაზიაში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთმტკიცებები ამოიღეს, მათ შორის, ხელკეტები. ჩხუბში მონაწილე პირები დმანისის პოლიციაში, გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.

გამოკითხვიდან გამოსულების თქმით, დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც "პალიტრანიუსს" იმ მაღაზიის მეპატრონემ განუცხადა, სადაც თავდაპირველად ჩხუბი დაიწყო, დაპირისპირების მიზეზი გამყიდველის მხრიდან პროდუქტის ნისიაზე გაცემაზე უარის თქმა გახდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავიდან მაღაზიის გამყიდველს 4 პირი დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ისინი ადგილზე დაახლოებით 40 ადამიანთან ერთად დაბრუნდნენ და მაღაზიის მეპატრონეს სასტიკად გაუსწორდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.