loader

კახა კალაძე ასახელებს 2 მიზეზს, თუ რატომ არ ესწრებოდა გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძე ასახელებს 2 მიზეზს, თუ რატომ არ ესწრებოდა გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის დრო ჯერ არ მოსულა. ამიტომ საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრებოდა გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კალაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ამის ორი მიზეზი ჰქონდა.

"ვემზადებოდი პრეზენტაციისთვის, ასევე, კონტაქტი მქონდა ინფიცირებულთან და ველოდებოდი ტესტის პასუხს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.