loader

დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს მომხმარებლების შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიღება შეუძლიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს მომხმარებლების შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიღება შეუძლიათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 მაისიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ- კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ ამიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული",- განაცხადა ღიბრაძემ.