loader

მომხარებელმა, რომელმაც კადიროვს შაითანი უწოდა, 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა - ის და მისი ოჯახი კადიროვს ბოდიშს უხდიან და პატიებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომხარებელმა, რომელმაც კადიროვს შაითანი უწოდა, 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა - ის და მისი ოჯახი კადიროვს ბოდიშს უხდიან და პატიებას სთხოვენ

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მისთვის არასასურველი კომენტარის დაწერის გამო 15 წლის მოზარდის ოჯახს ბოდიში მოახდევინა. ვიდეოს და შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია "გროზნო“ ავრცელებს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში კადიროვის ერთ-ერთ პირდაპირ ჩართვას, რა დროსაც მას დაუწერეს შემდეგი კომენტარი: "შენ ადამიანი არ ხარ, შენ უბრალოდ შაითანი ხარ.“ აღნიშნულმა კომენტარმა კადიროვი გააბრაზა და კომენტარის ავტორს "განადგურებით“ დაემუქრა.

კომენტარის ავტორი 15 წლის მოზარდი აღმოჩნდა, რომლის ოჯახსაც ბოდიში საჯაროდ მოახდევინეს. ბიჭის მამამ პატიება ითხოვა იმისთვის, რომ შვილი "არასწორად აღზარდა“ და ამასთან, პირობა დადო, რომ შვილს "მიხედავს.“