loader

"შიგნიდან ვიცით, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შიგნიდან ვიცით, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ნიკა მელიამ თავის ჭკუით, სახელმწიფო გამოწვევის წინაშე დააყენა. თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ, დავიჭირეთ კიდეც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ნიკა მელიას და "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის სცხვენიათ.

"შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები, როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ სცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მესმის მისიც პირადად, იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ, დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს და მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობს ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით ძალიან კარგად, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში, თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანი არის და სხვებიც, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.