loader

“ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი“ - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი“ - ნიკა მელია

“ბატონი ღარიბაშვილი რომ 24 საათი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" და ჩემზე საუბრობს, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა მას არ აქვს. მეორეც, ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს. რომ არა მე და რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. სიმართლე ეს არის.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ განცხადებებს, არ აღვიქვამ ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები პოლიტიკოსის მიერ კეთდება, რადგან ჩვენ ხომ ვნახეთ, ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა. მერე მე შევუწყე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერ-მინისტრი, ძალიან მალე", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.