loader

გიორგი გახარიას გუნდს "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიას გუნდს "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა

"ვტოვებ "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად", - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია პოლიტიკური დევნა საჯარო სამსახურებში, სადაც მოქალაქეებს ათავისუფლებენ.

"მოგეხსენებათ, საკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის. რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება "ქართული ოცნების" აქტივსა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის მიუღებელი.

მხედველობაში მაქვს გუშინ მომხდარი ფაქტი ხულოს საკრებულოში, რასაც დღეს დაემატა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტის გათავისუფლება. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში "ქართული ოცნების" ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა. რასაკვირველია, მიზეზი ბევრია. კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია... ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. ვტოვებ "ქართულ ოცნებას"და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად", - აცხადებს ჭეიშვილი.