loader

"ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი" - პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი" - პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის განცხადებით, ეს დღე არის ერის მეობის განმსაზღვრელი, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.

ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი!

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!" - ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.