loader

ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, 26 მაისს, ოტავის დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარის ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდა. საელჩომ თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქა ეს ფაქტი. ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში 15 წუთი იყო განათებული, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: „კახური მრავალჟამიერი“, „შენ ხარ ვენახი“ და „ჩაკრულო“.