loader

"არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენ ბეჭებზე დაცემას" - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენ ბეჭებზე დაცემას" - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე

"ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია გიორგი გახარიას გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში. შეიძლება, როცა დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, გქონდეს ილუზია, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება წარმატებული, მაგრამ ამ წარმატებისთვის მას მოუწევს ბევრი წინაღობის გადალახვა და დიდი შრომა. ამისათვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენ ბეჭებზე დაცემას", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.