loader

მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს - "ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს - "ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში..."

"ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. როცა ნამახვანი და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები. ახლა ყველაფერი არსებობს. ასე რომ, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის - ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს მაღალი ტექნოლოგია, სერვისები, ლოჯისტიკა.

"ეს ყველაფერი ის არის, რაც შემოიტანს ფულს და შემოსავალს. ამ ალტერნატიული წყაროებით ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს. საქართველო მით უმეტეს, ამას შეძლებს. ბევრი რაღაცა შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში. ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე და კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია. არ მომეწონა, როცა ქუთაისიდან ჩამოსული მანიფესტანტებს ჩვენი თბილისელები "რომ ჩამოვიდნენ საიდანღაც" - მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ? რომელმაც შეიძლება თბილისი წალეკოს... მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს", - ამბობს სააკაშვილი.