loader

სოფელ გუმათში სამართალდამცავებსა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ გუმათში სამართალდამცავებსა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

სოფელ გუმათში სამართალდამცავებსა და „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ბარიკადის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. სავარაუდოდ, აქციაზე დაკავებულია ერთი პირი.

ამ წუთებში აქციის მონაწილეეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათ საკუთარ მიწაზე გადასვლას ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები არ აძლევენ.

,,ამ ყველაფრის შემდეგ მორალური უფლება აღარ აქვს კომპანია „ენკას“ აქ ყოფნის. ეს არის კომპანიისთვისაც პრინციპი, რომ მთლიან ხეობაზე არ გვიშვებს როგორც მის კერძო საკუთრებაზე. ჩამდგარია „რობოკოპები“, წყლის ჭავლის მანქანა და არ გვეძლევა შესაძლებლობა გადავიდეთ საკუთარ მიწაზე“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.