loader

რა ვიცით იმ სკოლა-ინტერნატის შესახებ, სადაც 215 გარდაცვლილი ბავშვის გვამი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით იმ სკოლა-ინტერნატის შესახებ, სადაც 215 გარდაცვლილი ბავშვის გვამი იპოვეს

კამლუპსის (კანადის ბრიტანულ კოლუმბიაში) ინდიელების სკოლა-ინტერნატის ყოფილ ტერიტორიაზე 215 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას CBC ავრცელებს.

ტელეარხის მონაცემების მიხედვით, ზოგიერთი გარდაცვლილი ბავშვის ასაკი 3 წლამდეა. ინდიელური საზოგადოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გარდაცვალებები არ იყო დოკუმენტურად დაფიქსირებული.

სკოლა-ინტერნატი 1890-1969 წლებში ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში ის კანადის ინტერნატების სისტემაში უდიდესი იყო.