loader

რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს

რუსეთი ბელარუსს კრედიტის სახით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რომელსაც ქვეყანა ივნისში მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ბელარუს კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო.

პესკოვის თქმით, პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს დასავლეთის ქვეყნებისა და ავიაკომპანიების მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოუყენებლობაზე და მათი პოზიცია დაგმეს. პუტინი და ლუკაშენკო ერთამენთს 29 მაისს სოჭში არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.