loader

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება - რა შეზღუდვები ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", თუ შარლ მიშელის დოკუმენტს არ მოაწერს ხელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება - რა შეზღუდვები ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", თუ შარლ მიშელის დოკუმენტს არ მოაწერს ხელს?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება.

ამასთანავე, მისი თქმით, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივლეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.