loader

დიდი სკანდალი: ელჩის ცოლმა მაღაზიის თანამშრომელს სილა გააწნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი სკანდალი: ელჩის ცოლმა მაღაზიის თანამშრომელს სილა გააწნა

ბელგია თავის ელჩს, პიტერ ლესკუშიეს, სამხრეთ კორეიდან გამოიწვევს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ელჩის ცოლმა მაღაზიის თანამშრომელს სილა გააწნა და სცადა პასუხისმგებლობის არიდება დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენების გზით. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი აპრილის დასაწყისში მოხდა, რაც სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. მაღაზიის პერსონალს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ელჩის ცოლს მაღაზიიდან ტანსაცმელი ჩუმად არ გაჰქონდა. კონფლიქტის დროს ელჩის 63 წლის მეუღლემ, სიან სიუცუმ, თანამშრომელს ხელი ჰკრა და შემდეგ სახეში გაარტყა.

თუმცა ბელგიის შს მინისტრმა სოფი უილმსმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ელჩის უფლებამოსილება და ბელგიაში გამოიწვიოს. ცნობისთვის, პიტერმა ელჩის ამპლუაში სამხრეთ კორეაში 3 წელი გაატარა.