loader

მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება - მიხეილ სააკაშვილის რა სცენარზე საუბრობს ექსპერტი და რას უკავშირებს გიორგი გახარიას მიერ ნიკა მელიას დაკავების გადადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება - მიხეილ სააკაშვილის რა სცენარზე საუბრობს ექსპერტი და რას უკავშირებს გიორგი გახარიას მიერ ნიკა მელიას დაკავების გადადებას

"გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდათ", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ kvira.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომამდე კარგა ხნით ადრე მის გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით იყო გარკვეული კონტაქტი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ან ლიდერთან.

"ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, შედგა შეთანხმება, რომლის ზუსტი შინაარსი ჩემთვის უცნობია, მაგრამ იკვეთება მიზანი - ეს არის მელიას ვერ ან არდაპატიმრება და, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება, შემდეგ კი - სხვა ფაქტორების ამუშავება და რევოლუციური სიტუაციის შექმნა. მე როგორც მითხრეს, რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი კი - გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას, მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად.

18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის "აღიარების" შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია. ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ, შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ "ოცნება" ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ "ნაცმოძრაობის" ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა", - აცხადებს არეშიძე.

"როგორც მეუბნებიან, სცენარის ავტორი თვითონ სააკაშვილი იყო", - აცხადებს არეშიძე.