loader

"რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი?" - მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი?" - მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც სახელმწიფო მოხელეებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს მიმართავს.

"მინდა მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ხალხი არ შეუშვათ საკუთარ სახლში - რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი? მინდა პოლიტიკოსებს ვუთხრა, ჰესებზე საკითხი კი არ დგას აქ, აქ დგას სახელმწიფოს ადამიანებთან დამოკიდებულების საკითხი. სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ ჩვენს ოფიცრებს და მოვუწოდებ იგივე მიდგომისკენ ყველა სხვას, ვისაც მოუწოდებენ, უკანონო ბრძანება შეასრულონ", - აცხადებს სააკაშვილი.