loader

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრებიან. ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მივიდნენ.

უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

დღევანდელ სხდომაზე პირველ ოპოზიციურ ფრაქციას დაარეგისტრირებენ. ფრაქციის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი - ელგუჯა ბაგრატიონი, ხოლო მისი მოადგილე გიორგი კირთაძე იქნება.